Misoust's Reviews > იესო - ძე კაცისა
იესო - ძე კაცისა
by
by
საოცარი წიგნია, იდეაც - სხვადასხვა ადამიანის პირით იესოს შესახებ მოთხრობა, საოცრებაა. არ დავმალავ, თითოეული პიროვნების შემშურდა, განსაკუთრებით კი სიმონ კვირინელის - კაცის, რომელმაც ჯვარი იტვირთა იესოს ნაცვლად: "ახლა კი ის კაცი, რომლის ჯვარიც ვზიდე, თვითონ ჯვარად გადამექცა;
თუ მიწერია, რომ ისევ მიბრძანონ: აიღე ჯვარი ამ კაცისაო! - ვატარებ მის ჯვარს, ვიდრე ჩემი გზა საფლავთან მიმიყვანს."
"სული ღვთის ხელი იყო, იესო - ქნარი.
სული იყო საგალობელი, ხოლო იესო - ხმა, ამ საგალობელს რომ ღიღინებდა.
ნაზარეველი იყო კაცი - მესიის მასპინძელი და მისი მეტყველი ენა."
"ის ხომ სიყვარულის სიმღერაა, ქარში დარხეული."
"მე კმაყოფილი ვარ მისი ჩანგის ჟღერითაც; იმ ჩანგისა, რომლისთვისაც ხელი არ გაუშვია და უკრავდა მასზე მაშინაც კი, როცა ლურსმნებდამსჭვალული მაჯებიდან სისხლი მოსწვეთავდა".
"თუმცა სირცხვილი განმეშორა და აღარაფერი დარჩა ჩემგან, გარდა სიცოცხლისა და წადილისა, რომ მარტო დავრჩენილიყავ, რათა მისი თითები ჩემი გულის სიმებს შეხებოდნენ."

Sign into Goodreads to see if any of your friends have read
იესო - ძე კაცისა.
Sign In »
Reading Progress
May 5, 2022
–
Started Reading
May 5, 2022
– Shelved
May 8, 2022
–
Finished Reading